Friday, March 18, 2011

ნიკოტინი და მოზარდი

Add caption
  1. პროექტის სახელწოდება: ნიკოტინი და მოზარდი
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მწეველი და გარემო, რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი. თამბაქოს მოწევის დაწყება ადვილია, ხოლო თავის დანებება ძალიან ძნელი.
  3. პროექტის აქტუალობა: ზრუნვა მოზარდის ჯანმრთელობაზე.   თამბაქოს მოწევა მავნე ჩვევაა, რაც ნარკომანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. იგი უარყოფით გავლენას ახდენს მწეველთა და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ვნებს ბავშვებს და მოზარდებს. თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინი მეტად შხამიანია.თამბაქოს ბოლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს, ლორწოვან გარსს და იწვევს მის ანთებას, ბრონქიტს, ფილტვის კიბოს.  აღიზიანებს ნერვიულ სისტემას, აქვეითებს მეხსიერებას და შრომისუნარიანობას. მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოსაგან იღუპება 3 მილიონი ადამიანი, ე.ი.ყოველ 13 წამში კვდება 1 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს მოწევით იღუპება 50-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე შიდსით.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია მწეველ ადამიანებზე, არ მოწიონ მეგობრების მიბაძვით, იზრუნონ ჯანმრთელობაზე.
  5. მონაწილეთა ასაკი: 12-დან  16 წლამდე.
  6. ვადები / ხანგრძლივობა: ორი კვირა.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თავიდან ავიცილოთ თამბაქოს მასიური მოხმარება. შეიქმნას კედლის გაზეთი, სადაც შექმნილი იქნება დიაგრამა თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მხატვრული ფილმები, რეკლამები, ინტერნეტი.
  9. პროექტის მსვლელობა:საქართველოში თამბაქო  XVII  საუკუნის დამლევსა და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. თამბაქოს გავრცელებას საფუძველი ჩაუყარა ჟან ნიკომ, რომელმაც თამბაქოს ფოთოლში აღმოაჩინა უფერული ცხიმისმაგვარი სითხე, რომელსაც მისი სახელი - ,,ნიკოტინი" უწოდეს. ნიკოტინის შესახებ მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას, სურათებს, მონაწილეობენ დისკუსიებში, გამოკითხვებში - თამბაქოს მავნებლობის შესახებ. ურჩევენ თანატოლებს იცხოვრონ ჯანმრთელი  ცხოვრების წესით. 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: საბუნებისმეტყველო საგნები, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ხუციშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatuna.xucishvili@gmail.com
  13. Add caption
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

No comments:

Post a Comment